ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, „შახტარის" ნახევარმცველის, გეორგი სუდაკოვის ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ბარსელონასთან“ სადებიუტო გოლის შესახებ დაწერა ტვიტერში.
„2002 წელს დაბადებულმა ნიჭიერმა გეორგი სუდაკოვმა პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. „შახტარი“ უკვე აპირებს უზარმაზარი თანხის მოთხოვნას თავისი ახალი მარგალიტისთვის.
წამყვანი ევროპული კლუბები აგრძელებენ მასზე დაკვირვებას, მატჩს საგანგებოდ მისთვის „იუვენტუსის“ სკაუტებიც ესწრებოდნენ“, - წერს რომანო.
შეგახსენებთ, რომ პირველი გოლი მატჩის 28-ე წუთზე გავიდა, როდესაც ფერან ტორესმა ანგარიში გახსნა. რვა წუთის შემდეგ ფერმინ ლოპესმა კატალონიელთა უპირატესობა გაზარდა. 62-ე წუთზე კი „შახტარის“ ნახევარმცველმა, გეორგი სუდაკოვმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა ჩვენი ირაკლი აზაროვის შესანიშნავი გადაცემით. „ბარსელონამ“ 2:1 გაიმარჯვა.