ფეხბურთი

10:46 | 26.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფერან ტორესმა „შახტართან“ გატანილი გოლი ბებიას მიუძღვნა. ის მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა

ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის მე-3 ტურის შეხვედრა კატალონიურ „ბარსელონასა” და უკრაინულ „შახტარს” შორის მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

ანგარიში 28-ე წუთზე ფერან ტორესმა გახსნა. გოლის შემდეგ მან მაისურა აიწია, რომლის ქვეშაც მეორე ეცვა, მასზე ეწერა: „ეს შენთვისაა, ბებია". ფერანის ბებია მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი გამარჯვების წყალობით, „ბარსელონამ“ H ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცა - სამი თამაშიდან მაქსიმალური ცხრა ქულა მოაგროვა.

„შახტარი“ მესამე ადგილზეა, უკრაინულ გუნდს სამი ქულა აქვს. ექვსქულიანი „პორტუ“ მეორე საფეხურზე დგას. უქულო „ანტვერპენი“ კი ფსკერზეა.

0.136475