პსჟ-ის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ჩემპიონთა ლიგაზე ტიერი ანრის მიღწევა გააუმჯობესა - წერს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
წყაროს ცნობით, მბაპე პირველი ფრანგია, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ რვა საშინაო მატჩში გაიტანა და გაუსწრო ტიერი ანრის, რომელმაც „არსენალში“ 2001 წლის მარტიდან 2002 წლის თებერვლამდე 7-ჯერ გამოიჩინა თავი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში პსჟ-მა „მილანი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მბაპემ ამ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.
მბაპე პსჟ-ში 2018 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2024 წლამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირზე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ათი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.