ჭიდაობა

23:24 | 25.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ 2 მედალი მოიპოვა

თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა, რომელსაც ალბანეთის დედაქალაქმა ტირანამ უმასპინძლა.

საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა, ორივე ბრინჯაო და ბოლო საშეჯიბრო დღეს.

70 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა გიორგი ელბაქიძემ, ხოლო 79 კგ წონით კატეგორიაში ასევე მესამე საპრიზო პოზიციაზე გავიდა ვლადიმერ გამყრელიძე. ელბაქიძემ მედლისთვის ბრძოლა თურქ ბურაკ სინისნ მოუგო (5:0), ხოლო გამყრელიძემ ჯერ რეპეშაჟში სძლია პოლონელ მატეუშ პეძიცკის (15:5), მერე კი დიმიტრი ჯენიშენიას აჯობა - 10:0.

დღესვე ბრინჯაოს შანსი ჰქონდათ ლუკა ღვინჯილიას (57 კგ) და გოგა ოთინაშვილს (65 კგ), მაგრამ ორივე დამარცხდა. ღვინჯილიამ რეპეშაჟში განიცადა მარცხი, ხოლო ოთინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვდა დათმო.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ 10-მა ქართველმა მოჭიდავემ იასპარეზა, კარგი შედეგი სულაც არაა.

0.115123