ფეხბურთი

22:57 | 25.10.2023 | ნანახია 0 - ჯერ

აზაროვის უნაკლო საგოლე პასი: "შახტარი" "ბარსელონასთან" მაინც დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ბარსელონამ“ შინ „შახტარი“ 2:1 დაამარცხა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამბავი ისაა, რომ ირაკლი აზაროვმა საგოლე პასი გააკეთა.

თან, პასსაც ხომ გააჩნია? ირაკლიმ ესპანელთა დაცვა ძალიან გამჭრიახი გადაცემით მოჭრა და გეორგი სუდაკოვი მეკარეს შეატოვა, რომელმაც გაიტანა. ეს 62-ე წუთზე მოხდა და უკრაინელებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ვინაიდან მანამდე ორი გოლი ჰქონდათ გაშვებული, უქულოდ დარჩნენ - 1:2. აზაროვმა 90 წუთი ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგო სკამზე იყო.

„ბარსელონა“ 9 ქულით ლიდერია, ხოლო „შახტარს“ სამ ტურში 3 ქულა აქვს. მომდევნო ტურში ეს გუნდები შეხვდებიან ისევ, მასპინძელი ამჯერად უკრაინული გუნდი იქნება, თუმცა ნეიტრალურ სტადიონზე.

დღეს, კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც „ფეიენოორდმა“ რომის „ლაციო“ ადვილად 3:1 დაამარცხა. როტერდამელებმა იტალიელები დაჯაბნეს და დამსახურებულად მოიგეს. „ფეიენოორდი“ 6 ქულით ლიდერია, ხოლო „ლაციოს“ სამ ტურში 4 ქულა აქვს მოპოვებული.

„ბარსელონა“ – „შახტარი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ტორესი (28), 2:0 ლოპესი (36), 2:1 სუდაკოვი (62)

„ფეიენოორდი“ – „ლაციო“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ხიმენესი (31), 2:0 ზუროუკი (45), 3:0 ხიმენესი (74), 3:1 პედრო (83, პენ)


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:20 | 16.01.2022
fidofido (3392)

რახდება გოგას თავს ტიპს არ ათამაშებენ და 3 მილიონს უხდიან რა გამოდის ბითო წველის ინდიანას როგორც ჯანომ სპარტაკი მოწველა უთამაშებლობით? უშანსოდ აგებს თუ იგებს შანს არ აძლევენ თუ არ ათამაშე როგორ უნდა განვითარდეს. ვერაფერი გავიგე ამ ინდიანას ვერც მწვრთნელის ვერც გუნდის რა უნდათ. პლეოფში მოხვედრის შანსი ამ სეზონში გუნდს რეალურად არ აქვს თეორიულად კი ბატონო როგორც ჩვენს ნაკრებს შესარჩევის დაწყებამდე აქვს ხოლმე

0.096801