ფიბა ევროპის თასის მეორე ტურში თბილისის თსუ-მ კვიპროსულ „კერავნოსს“ უმასპინძლა და გამარჯვება მოიპოვა.
ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა წინა ტურში სტუმრად გერმანულ „გოტენგენთან“ დრამატულ ბრძოლაში წააგო, მაგრამ ამჯერად შეძლო სასურველი შედეგის მიღწევა.
თამაში კვიპროსელებმა უკეთ დაიწყეს და 11:1 დაწინაურდნენ. ზოგადად, პირველ ტაიმში სტუმრები ბევრად უკეთ ირჯებოდნენ და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში თსუ-მ მოახერხა თამაშის სცენარის შეცვლა, ჩამორჩენა აღმოფხვრა და საბოლოოდ, 63:60 მოიგო.
სხვათა შორის, ორივე გუნდის მხრიდან შეტევაში უამრავი შეცდომა იყო. კვიპროსელებს ბოლო წამებზე ორჯერ შეეძლოთ ზუსტი სამქულიანით თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა, მაგრამ ჯერ არაზუსტად ისროლეს, მერე საერთოდ ვერ ისროლეს, რადგან მეტოქის კალათბურთელი სროლისთვის რომ ემზადებოდა, ფეხი დაუცდა და წაიქცა...
თსუ-ში საუკეთესო 22 ქულით და 9 მოხსნით კახა ჯინჭარაძე იყო. 11 ქულა მიითვალა გიორგი ტურძილაძემ, 9 რატი ანდრონიკაშვილმა (პლუს 6 მოხსნა და 4 პასი), 7 ქულა ჰქონდა ალექსანდრე ფევაძეს, რომელმაც გარდა ამისა, ბურთი 15-ჯერ მოხსნა, გიორგი ცინცაძემ კი 6 ქულა და 4 პასი შესძინა გუნდს. თსუ-ს ქულები შემატეს ნიკოლა ვუიოვიჩმა (4), ტრი ბოიკინმა (2) და ნიკა ჩეჩელაშვილმა (2).
თსუ-ს ორ ტურში თითო მოგება და წაგება აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 2 ნოემბერს, სტუმრად იტალიურ „ვარეზესთან“ გამართავს.
თსუ - „კერავნოსი“ 63:60 (11:16, 15:22, 17:7, 20:15)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვაფშე არ ჭირდებოდათ ჩემი აზრით. ჟოზეს ვემხრობი ამ საკითხში, 3 ფორვარდი საკმარისია გუნდში, + ახალგაზრდების კარგი თაობა ყავთ ჯერ რასაც ვხედავ
არც ღირს 55 მილიონი რაა, სულ არ მეწყინება , ეგეც კაი მუდოა
იმედია ტრავმას მოირჩენს და ძველებურად ათამაშდება. არა გასაშვები ფალკაო ვან პერს მაინც აჯობებს.
ვან პერსის ფეხის ბრჩხილიც არ რირს ფალკაო
არცეთი არაა ფორმაში და იმდენი ფულის გადახდა მკვარ სულში მართლა არ ღირს,მ სჯობს მცველი იყიდონ
ვან პერსი არ მევასება მაგრამ მანჩესტერისთვის პატარა საქმს არ აკეთებს.
ღირსია ეს ცოცარი რეალს უარი უთხრა და იყოს ეხლა და ეხვეწოს მანიუს დარჩენაზე
თუ ფალკაოს ტრანსფერი არ მოხერხდა აუცილებლად კავანიზე უნდა გადაერთოს მანიუ. რთული იქნება მისი ყიდვა მაგრამ არა შეუძლებელი.
დაენძრა რადამელას
ერთი აქ გატანილი ავტორჯან. ))) ამასკი არ დაადგა საშველი მქონი ქრონიკული ტრავმა აქ ამას.
ორი? მეორე დუბლებში შეაგდო?
