ფეხბურთი

20:55 | 25.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე ალტაფინი: "რასპადორის გოლი 80%-ით კვარაცხელიას დამსახურებაა"

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჟოზე ალტაფინიმ განაცხადა, რომ ჯაკომო რასპადორის გოლი, რომელიც „უნიონ ბერლინს“ გაუტანა, 80%-ით ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა.

„როდესაც გუნდში გყავს მოთამაშეები, რომლებიც კვარაცხელიას მსგავსად ქმნიან საგოლე მომენტებს, ეს დიდი უპირატესობაა, რასპადორის გოლში 80% კვარაცხელიას დამსახურებაა. „ნაპოლი“ ცუდად არ თამაშობს, შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ გარსია შესანიშნავი მწვრთნელია. „ნაპოლი“ – „მილანის“ მატჩი? ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, როგორ იქნებიან გუნდები ფიზიკურად მზად თამაშისთვის“, - თქვა ალტაფინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ შეხვედრა 29 ოქტომბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110965