საქართველოს თასის ბოლო მეოთხედფინალში ფოთის „კოლხეთმა“ ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
დავით კვირკველიას გუნდი 31-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ გაიტანა, რომელმაც თავი ოთო გოშაძის უხეში შეცდომის ხარჯზე გამოიჩინა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტივ კინის გუნდმა ბექა ხარშილაძის ავტოგოლით გაათანაბრა და ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა.
თუმცა, 113-ე წუთზე გიორგი ახალაძემ ულამაზესი გოლით ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა. შეხვედრას 13 წუთი დაემატა, რადგან მატჩის მიწურულს გიორგი ქობულაძე უგონო მდგომარეობაში დაეცა და მოედანზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის შესვლაც გახდა საჭირო. ჯერ უცნობია, როგორაა „ტორპედოს“ მცველი...
საქართველოს თასის ნახევარფინალში ფოთის „კოლხეთი“, „სამგურალი“, „საბურთალო“ და „დინამო ბათუმი“ ითამაშებენ.
„კოლხეთი“ – „ტორპედო“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 კოხრეიძე (31), 1:1 ხარშილაძე (51, ა.გ), 2:1 ახალაძე (90)