აბუ დაბის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან 3 ძიუდოისტი გამოვიდა და ყველა უმედლოდ დარჩა.
73 კგ წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძემ ბრაზილიელ ჟულიო სეზარ კოდას აჯობა, მაგრამ შემდეგ ამერიკელ ჯეკ იონეზუკასთან წააგო და მედლისთვის ვეღარ იბრძოლა. ამავე წონაში გიორგი ახალკაცმა დიოგო სეზარს სძლია, მაგრამ მერე უზბეკ შახრამ აჰადოვთან წააგო და ასპარეზობა დაასრულა.
81 კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოგლიჩიძე ყირგიზ ასად მასაბიროვთან დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებს აბუ დაბის გრანდ სლემზე ერთი ოქროს მედალი აქვს, რომელიც ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა, ბოლო საშეჯიბრო დღეს კი კიდევ 6 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.