აზიის ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ალ-ნასრმა“ „ალ-დუჰაილი“ 4:3 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ კი შესანიშნავად ითამაშა.
პორტუგალიელმა ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. 25-ე წუთზე ანდერსონ ტალისკამ ანგარიში სწორედ რონალდუს ეფექტური პასის შემდეგ გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში უპირატესობა სადიო მანემ გაზარდა, ხოლო შემდეგ რონალდუს ჯერი დადგა, რომელმაც ორი ეფექტური გოლი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
კატარელებმა გაიბრძოლეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ მარცხს თავი ვერ აარიდეს.
„ალ-ნასრი“ ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ალ-დუჰაილს“ სტუმრად დაუპირისპირდება.