სხვა

1:16 | 11.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი 2015: სახელბურთო ტურნირის მონაწილეები გარკვეულია

გაირკვა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის სახელბურთო ტურნირის მონაწილე გუნდების ვინაობა.

ჭაბუკთა ტურნირზე იასპარეზებენ: საფრანგეთი, უნგრეთი, ესპანეთი, დანია, სლოვენია, ნორვეგია, შვედეთი და საქართველო, როგორც ორგანიზატორი ქვეყანა (სათადარიგო ქვეყნები არიან: შვეიცარია, გერმანია, პოლონეთი, ისლანდია და ხორვატია).

გოგონების ტურნირზე ითამაშებენ: რუსეთი, დანია, ნორვეგია, ჩეხეთი, რუმინეთი, გერმანია, მონტენეგრო და საქართველო, როგორც ტურნირის მასპინძელი (სათადარიგო: მონაწილეები არიან: შვედეთი, უნგრეთი, ჰოლანდია, ხორვატია და პორტუგალია).

ამ ქვეყნების ფედერაციებმა 31 ოქტომბრამდე უნდა დაადასტურონ ტურნირში მონაწილეობა. შეჯიბრება 1998-99 წლებში დაბადებულთა შორის იმართება. შეიქმნება 2-2 ჯგუფი, ხოლო 2-2 საუკეთესო გუნდი საჩემპიონო პლეიოფს ითამაშებს. შეჯიბრება გაიმართება 2015 წლის 26-31 ივლისს, ახალ სპორტის სასახლეში უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, რომლის მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს. ტურნირის წილისყრა გაიმართება 2015 წლის აპრილში, თბილისში.

შერჩევის კრიტერიუმები ასეთი იყო: გოგონებში 7 მონაწილე გამოვლინდა ორი ტურნირის, 2014 წლის ცხრამეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისა და თვრამეტწლამდელთა ევროპის ღია პირველობის შედეგებით, ხოლო ჭაბუკებში – 2014 წლის თვრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მიხედვით. ოღონდ, სლოვენიელ და ნორვეგიელ ჭაბუკებს თბილისის ფესტივალზე თამაშის უფლება ადრევე ჰქონდათ მოპოვებული – ისინი, შესაბამისად, 2013 წლის ფესტივალის ჩემპიონი და ფინალისტი არიან.

www.geohandball.ge

თეგებითბილისი 2015
0.112654