ფეხბურთი

2:14 | 25.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო: "კვარაცხელია? მიხარია, რომ ასეთი თანაგუნდელი მყავს"

„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ „უნიონ ბერლინთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა და მას ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასზეც ჰკითხეს.

„რასპადორის გოლი უფრო გამიხარდა თუ კვარაცხელიას პასი? ბედნიერი ვარ ორივეს თამაშით, მსგავს მატჩებში საჭიროა უმაღლესი ხარისხის ფეხბურთელები. მოხარული ვარ, რომ ასეთი თანაგუნდელები მყავს, რომლებსაც მსგავსი მატჩების ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი ასეთია: 11 მატჩი, 3 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მილანთან“ გამართავს.

0.116369