„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ „უნიონთან“ მატჩის წინ Mediaset-თან ისაუბრა, სადაც კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.
მას ჰკითხეს, როგორ შეძლო კვარამ ფორმაში დაბრუნება და უგოლო სერიის შეწყვეტა:
„მან ყველაფერი თავისით გააკეთა, ჩვენს წინაშეა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი, რომელსაც დიდებული ფიზიკური და ტექნიკური თვისებები აქვს. ის პროფესიონალურად ყურადღებიანი ბიჭია და მასზე ტრავმამ იმოქმედა. კრისტალურად სუფთა კლასი, რომელიც გასულ სეზონში გვაჩვენა, უდავოა“, - აღნიშნა მელუზომ.