ფეხბურთი

22:02 | 24.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასზე ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა

საქართველოს თასზე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა, რის შედეგადაც ორი ნახევარფინალისტი გაირკვა.

„დინამო ბათუმმა“ „ირაოს“ პრობლემების გარეშე 4:1 აჯობა. დასაწყისშივე გიორგი წიტაიშვილმა და ვლადიმერ მამუჩაშვილმა ორი გოლი გაიტანეს, რასაც მასპინძლებმა ტაიმის ბოლოს უპასუხეს და თამაში დაძაბეს, მაგრამ მეორე ტაიმში ბათუმელებმა ორი უპასუხო გოლით სხვაობა გაზარდეს.

ამრიგად, ანდრეი დემჩენკოს გუნდი ნახევარფინალშია, ისევე როგორც „საბურთალო“, რომელმაც გორის „დილას“ პენალტების სერიაში სძლია. 120 წუთი გუნდებმა უგოლოდ გალიეს, თერთმეტმეტრიანები კი თბილისელებმა უკეთ შეასრულეს - 4:3.

საქართველოს თასის კიდევ ორი მეოთხეფინალური მატჩი 25 ოქტომბერს გაიმართება.

„ირაო“ – „დინამო ბათუმი“ 1:4 (1:2)

გოლები: 0:1 წიტაიშვილი (7), 0:2 მამუჩაშვილი (16, პენ), 1:2 ქონიაშვილი (36), 1:3 ფაცაცია (66), 1:4 კაპანაძე (74)

„დილა“ – „საბურთალო“ 0:0 (0:0) პენ: 3:4

0.158103