ფეხბურთი

20:15 | 24.10.2023 | ნანახია NaN - ჯერ

კასანო: "კვარაცხელია ძლიერია, მაგრამ "ნაპოლი" ჯერ არ განკურნებულა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლიზე“ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელია მარსიანელია, მაგრამ რუდი გარსიას გუნდი ჯერ არ განკურნებულა და პრობლემები ისევ აქვს.

„ნაპოლი“ ძლიერია, მარსიანელი კვარაცხელია „ვერონასთან“ შეუჩერებელი იყო და კონტრშეტევაზე გასაქცევად მეტოქემ 50 მეტრიც თავისუფალი დაუტოვა. თუმცა, „ვერონამ“ ბევრი მომენტი შექმნა, ამიტომაც, ვფიქრობ, რომ „ნაპოლი“ არ განკურნებულა. მაინტერესებს, როგორ ითამაშებს გარსიას გუნდი „მილანის“ წინააღმდეგ.

კვარაცხელია ძლიერია, ასევე ძალიან მომეწონა კაიუსტი, მაგრამ „ნაპოლის“ დაცვას უჭირს, „ვერონას“ 4-5 საოცარი საგოლე მომენტი ჰქონდა. მას შემდეგ, რაც გარსია მოვიდა, დი ლორენცოს ვერ ვცნობ. „ნაპოლიმ“ ვერონაში დამსახურებულად მოიგო, რადგან უფრო ძლიერია და ეს აჩვენა, მაგრამ იგივე იყო „ლეჩესა“ და „უდინეზესთან“, ამიტომ მაინტერესებს უფრო ძლიერ გუნდებთან როგორ ითამაშებს“, - თქვა კასანომ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:41 | 28.02.2019
Digmeli (188)

სიმპატიური გუნდია და სულშერის ხელში ლამაზად თამაშობენ ზაფხულში მცველებსაც იყიდიანდა ჩემპიონობის შანსი ექნებათ.

15:39 | 28.02.2019
salazar (1835)

ბრავო!

განახევრებული შემადგენლობითაც თუ მოიგებდნენ ნაღდად არ მეგონა.
კარგი იქნება მეოთხეზე თუ გავლენ.
იქით ევროპა ლიგაზე დახოცონ ერთმანეთი ლონდონელებმა, ლიგის საგზურისთვის : )

0.062633