თამაშგარე

17:58 | 24.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

რატომ იჩხუბეს ოსიმენაანთ ბალღებმა?

ვერ არის კარგი ამბები ოსიმენების ოჯახში. იტალიური „კორიერრე დელლო სპორტის“ ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენმა ნიგერიელ სამართალდამცველებს საკუთარი და, ესტერ ოსიმენი ჩაასმევინა ციხეში რადგან ეს უკანასკნელი ვიქტორის საფრანგეთიდან იტალიაში გადაბარგების ამბებში იყო ჩართული და მობურთალის მტკიცებით, საკუთარმა დამ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხიდან თითქმის ნახევარი მილიონი ევრო „მოტეხა“.

საზოგადოება ჯერ იმითაა გაოცებული, რატომ იყო ფეხბურთელის და ჩართული საფეხბურთო ტრანსფერის საკითხებში და მერე კიდე იმით, რომ „სულ რაღაც“ ნახევარი მილიონი ევროს გამო ოსიმენაანთ ბალღებმა ერთმანეთს დასცხეს. ვიქტორი კი ირწმუნება, ჩემი და დიდი აფერისტი და მანიპულატორიაო და მისი ციხეში ჩასმით ცუდს კი არა, კარგ საქმეს ვაკეთებო.

ამ ყველაფრით განსაკუთრებით გამწარებულა ვიქტორ ოსიმენის სიძე ანუ მისი დის ქმარი, ვინმე ოსიტა ოკოლი, მაგრამ რაკი ნიგერიაში კაკალი ნაკლებად ხარობს, იძულებულია ერთი ადგილით აფრიკული ბაობაბის ნაყოფი ამტვრიოს.

0.114895