„ნაპოლის“ ქართველი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია, იტალიური სპორტული გამოცემის, La Gazzetta dello Sport-ის მიერ შედგენილ ევროპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რომელიც გამოცემამ ევროპის ტოპ 5 საფეხბურთო ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშეებისგან შეადგინა. შეგახსენებთ, რომ იტალიური სერია A-ს მე-9 ტურში „ვერონას“ წინააღმდეგ (1:3) კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა.
ევროპის კვირის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით:
მეკარე: ალბან ლაფონი (ნანტი).
მცველები: დანიელ კარვახალი (რეალი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდის ბორუსია), დეილი ბლინდი (ჟირონა), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი).
ნახევარმცველები: ალექსანდრ გოლოვინი (მონაკო), ლუის ალბერტო (ლაციო), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა).
თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი (მადრიდის ატლეტიკო), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული).