რომან დოლიძისა და ჯარედ კანონიერის დაპირისპირება გაუქმდა. მიზეზი ამერიკელი მებრძოლის ტრავმაა, რომელიც 39 წლის სპორტსმენმა მზადების ეტაპზე მიიღო.
ქართველისა და ამერიკელის ბრძოლა 2 დეკემბერს იყო ჩანიშნული. ახლა კი UFC დოლიძისთვის ახალ მეტოქეს ეძებს.
რომანისთვის სასურველი მოწინააღმდეგე რობერტ უიტეკერია, რომელიც მან უკვე გამოიწვია.
დოლიძე საშუალო წონის რეიტინგის მე-7 ნომერია, მან ბოლოს მარტში იჩხუბა და მარლონ ვეტორისთან წააგო. ქართველს სულ 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგანაც 12 მოიგო და 2-ჯერ დამარცხდა.