„ვირტუსის“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია იტალიის სერია A-ს ტურის MVP გახდა. ქართველ მძიმე ფორვარდს „სასარისთან“ შეხვედრაში შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა. მან ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 30 წუთში სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი იყო. მან 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17 ჰქონდა.
MVP-ს გამოკითხვაში შენგელიამ კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა. ქართველმა კალათბურთელმა ხმების 55.3% მიიღო,
„ვირტუს ბოლონიას“ 4 მოგება დაუგროვდა და სერია A-ს გიგა ჯანელიძის „ვენეციასთან“ ერთად ლიდერობს, მომდევნო თამაშს კი 30 ოქტომბერს გასვლაზე „ნაპოლისთან“ ჩაატარებს.