„სევილიასთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის წინ, „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ტურნირის გამოცდილება ფასდაუდებელია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის.
„ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. იმისათვის, რომ გუნდი გაიზარდოს. ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს და ახლა საჭიროა კლუბმა ხაზი გაუსვას იმ როლს, რომელსაც ისინი თამაშობენ. ასეთ ტურნირზე მსგავსი მიდგომით მათ გაცილებით თავდაჯერებულებს გავხდით.“ - ციტირებს არტეტას სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
„სევილიისა“ და „არსენალის“ მატჩი დღეს, 24 ოქტომბერს გაიმართება სევილიაში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.