ფეხბურთი

1:03 | 24.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაში და "ვალენსიას" გამარჯვება ლა ლიგაში (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის მეათე ტურში „ვალენსიამ“ „კადისი“ 2:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

რუბენ ბარახას გუნდია საწყის 25 წუთში ხოსე გაიას და უგო დუროს გოლებით შეძლო უპირატესობის მოპოვება, რომელიც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 22-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ.

გიორგი მამარდაშვილს თითქმის მთელი თამაში საქმე არ ჰქონდა, მაგრამ მატჩის მიწურულს მოუწია თავისი გუნდის რამდენჯერმე გადარჩენა და შეხვედრა 4 სეივით დაასრულა. განსაკუთრებით რთული 3 მოგერიება იყო, როცა მართლაც დიდებულად გაისარჯა. გიორგის შეფასებად 7.6 ქულა ერგო. 23 წლის ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მესამედ შეინახა, 10 მატჩში კი 11 გოლი აქვს გაშვებული.

„ვალენსიამ“ ამ გამარჯვებით 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 14 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო მომდენო ტურში 29 ოქტომბერს, „ბილბაოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123255