ჭიდაობა

22:40 | 23.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარგიშვილი მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, სადაც დღეს ხუთმა ქართველმა იასპარეზა, მაგრამ მედლის შანსს მხოლოდ ანდრო მარგიშვილი ინარჩუნებს.

მარგიშვილი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ვერაფერი გააწყო და ფინალს მიღმა დარჩა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის გავა ხალიჩაზე.

დღეს, გიორგი გოგრიჭიანმა, ნიკა ზაქაშვილმა, დავით კოღუაშვილმა და სოლომონ მანაშვილმა იასპარეზეს, მაგრამ მედლისთვის ბრძოლა ვერცერთმა მათგანმა მოახერხა.

24 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ 5 ქართველი მოჭიდავე ჩაერთვება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114588