ვეტერანი იტალიელი მწვრთნელი ნანდო ორსი მიიჩნევს, რომ მარიო რუი უნდა იყოს „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში და არა მატიას ოლივერა. როგორც ის ფიქრობს, რუისთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაც უკეთ თამაშობს, ვიდრე მაშინ, როდესაც ზურგს ურუგვაელი მცველი უმაგრებს.
„მარიო რუი მოედანზე ყოველთვის უნდა იყოს. რა თქმა უნდა, კვარაცხელია მასთან ერთად უკეთ თამაშობს, რადგან პორტუგალიელი კარგად ეხმარება, ოლივერაზე უფრო ტექნიკურიცაა და შესაბამისად, კვარა და მარიო უფრო კარგად უგებენ მოედანზე ერთმანეთს“, - თქვა ორსიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში უფრო მეტად ოლივერა თამაშობს, ვიდრე მარიო რუი. საინტერესოა, რომ ორივე მატჩში, რომელშიც კვარამ ამ სეზონში გოლები გაიტანა (უდინეზესა და ვერონასთან), მარცხენა მცველი მარიო რუი იყო და არა მატიას ოლივერა.