კალათბურთი

18:47 | 23.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა-ს განრიგი: ვართანოვი თურქეთში, რატიშვილი – აზერბაიჯანში

25 ოქტომბერს ფიბა ევროპის თასის მორიგი ტურის მატჩები გაიმართება და საქართველოს წარმომადგენელ თსუ-სთან ერთად, რომელიც თბილისში კვიპროსის “კერავნოსს” უმასპინძლებს, ქართველი მსაჯი და კომისარიც დაკავდებიან. ლაპარაკია არბიტრ მიხეილ ვართანოვზე და ერთადერთ ფიბა-ს ქართველ კომისარ მერაბ რატიშვილზე.

მიხეილ ვართანოვს, რომელმაც ფიბა ევროპის წინა ტურში პოლონეთში იმსაჯა, ამჯერად თურქეთში მოუწევს მუშაობა. იგი მოემსახურება მატჩს ქალაქ მანისაში, სადაც ამავე სახელწოდების გუნდი შვედურ “ნორჩეპინგს” უმასპინძლებს. რაც შეეხება კომისარს, მერაბ რატიშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში “საბაჰისა” და თურქულ “ბაჰჩეშექირის” დაპირისპირებას მოემსახურება.

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი) 25 ოქტომბერი. ფიბა ევროპის თასი. მანისა (თურქეთი) მანისა (თურქეთი) – ნორჩიოპინგი (შვედეთი) მერაბ რატიშვილი (კომისარი) 25 ოქტომბერი. ფიბა ევროპის თასი. ბაქო (აზერბაიჯანი) საბაჰი (ბაქო, აზერბაიჯანი) – ბაჰჩეშეჰირი (სტამბოლი, თურქეთი) GBF.GE
0.115362