ბრაზილიური ფეხბურთის გრანდი „სანტოსი“ ღრმა კრიზისშია და უმაღლესი დივიზიონიდან შეიძლება ისტორიაში პირველად გავარდეს.
„სანტოსმა“ ბრაზილიის სერია A-ს 28-ე ტურში „ინტერნასიონალთან“ სტუმრად სამარცხვინო მარცხი განიცადა - 1:7...
„სანტოსი“ სეზონის დასრულებამდე 10 ტურით ადრე 30 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა. ცხადია, კლუბს ჯერ შეუძლია მძიმე ვითარებას თავი დააღწიოს, მაგრამ პელეს და ნეიმარის გუნდს მართლაც უმძიმესი დროება უდგას.