„ტორინოს“ მცველის, პეერ სხუურსსის ტრავმა მოლოდინისამებრ მძიმე გამოდგა. ნიდერლანდელმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
სხუურსი, რომელიც „ტორინოს“ დაცვის ლიდერია, ტრავმა „ინტერთან“ შეხვედრაში მიიღო. როგორც გაირკვა, დაზიანება ძალიან სერიოზულია და უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს.
სხუურსის ტრავმის შემდეგ წესით, „ტოროში“ საბა საზონოვის სათამაშო დრო მოიმატებს, რადგან ივან იურიჩის მისი შეცვლა მოუწევს.
აქვე გეტყვით, რომ პეერ სხუურსს „ტორინოში“ 37 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.