ფეხბურთი

15:17 | 23.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერიდან" სანჩოს წასვლა გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ჯეიდონ სანჩოს წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. 23 წლის ინგლისელს ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტი აქვს, რის გამოც კარგა ხანია ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მთავარ გუნდს კი ჩამოშორებულია.

როგორც ჩანს, სიტუაცია არ შეიცვლება იმ შემთხვევაშიც კი, სანჩომ ტენ ჰაგს ბოდიში რომ მოუხადოს. ასე რომ, იანვარში ის ინგლისურ გრანდს დატოვებს.

სანჩოს ყველაზე მეტად „იუვენტუსს“ და „დორტმუნდს“ უკავშირებენ, მაგრამ პრობლემა მისი დიდი ხელფასია - ამჟამად ის „მანჩესტერში“ 18 მილიონ ევროს გამოიმუშავებს სეზონში.

სანჩო „წითელ ეშმაკებს“ 2021 წელს 85 მილიონ ევროდ შეუერთდა, თუმცა 82 მატჩში მხოლოდ 12 გოლი გაიტანა და ისე ვერ თამაშობს, როგორც მანამდე „დორტმუნდში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11722