კალათბურთი

1:36 | 23.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა...

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „სასარი“ იოლად, 80:66 დაამარცხა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი თორნიკე შენგელიამ შეიტანა.

ქართველი კალათბურთელი შესანიშნავ ფორმაშია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა. თორნიკეს სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა.

შენგელიამ 30 წუთში 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი დააგროვა. მან 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუს ბოლონია“ 4 მოგებით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 ოქტომბერს, „ნაპოლის“ ესტუმრება.

0.116027