სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

21:33 | 22.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ნებისმიერი კომპანია ამ სიტუაციაში გაკოტრდებოდა, "ბარსა" ტრაგედიისგან ვიხსენით"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მან კლუბი გაკოტრებისგან იხსნა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, ნებისმიერი კერძო კომპანია გაკოტრდებოდა იმ სიტუაციაში, რაც მას „ბარსაში“ მისვლისას დახვდა.

„როდესაც კლუბში ჩვენ მოვედით, პირველი სამი თვე დაემთხვა 2020-2021 წლების სეზონის დასასრულს. პირველ რიგში ჩვენი ძალისხმევის ოპტიმიზაცია მოვახდინეთ, რათა კლუბი გადაგვერჩინა მუხლებზე დაცემისგან. 1.3 მილიარდი ევროს ვალი იყო და უმეტესი ნაწილი მოკლევადიანი გახლდათ.

ნებისმიერ კერძო კომპანიაში დაიწყებდნენ გაკოტრების პროცესს, მაგრამ ჩვენ მივიღეთ თამამი გადაწყვეტილებები და კლუბი ტრაგედიისგან გადავარჩინეთ. გამოძიება? ისინი ვერაფერს იპოვიან, რადგან არაფერია. ეს გამოძიება იმიტომ დაიწყეს, რომ გასულ სეზონში ლა ლიგაში წარმატებას მივაღწიეთ“, - თქვა ლაპორტამ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.104617