ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერაში რთული ეტაპია. ქართველმა ჩოგბურთელმა ბრესტის ტურნირის კვალიფიკაციის ნახევარფინალში მარცხი განიცადა და ძირითად ბადეში ვერ მოხვდა.
ბასილაშილი მასპინძელ კელვინ ჰემერისთან ორ სეტში დამარცხდა. პირველი სეტი ფრანგმა 6:1 მოიგო, მეორე სეტში ბრძოლა იყო, მაგრამ ტაიბრეიკზე გამარჯვება მეტოქეს დარჩა (7:3). საბოლოოდ, ბასილაშვილი 1:6, 6:7 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში ამჟამად 394-ე ადგილზეა.