კალათბურთი

17:20 | 22.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 4 ქულა მადრიდის "რეალთან"

ესპანეთის ლიგა ენდესას მეექვსე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ მადრიდის „რეალთან“ საკუთარ მოედანზე 76:82 წააგო.

გიორგი შერმადინის გუნდმა პირველი პერიოდის 13 ქულით წაგების მიუხედავად ბოლომდე იბრძოლა და მადრიდულ გუნდს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა გამარჯვება მაინც ვერ მოახერხა.

შერმადინმა 14 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 4 ორქულიანი ისროლა, საიდანაც ზუსტი ორი გამოდგა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვალტერ ტავარეში იყო 14 ქულით და 8 მოხსნით, ხოლო „ტენერიფეში“ ყველაზე შედეგიანი 18 ქულით ხაიმე ფერნანდესი გამოდგა.

„ლენოვო ტენერიფე“ 2 მოგებით და 4 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 ოქტომბერს, სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

0.12273