ფეხბურთი

21:46 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” “ნაპოლის” მცველით დაინტერესდა

ესპანური გამოცემის “მარკას” ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” იტალიური “ნაპოლის” 23 წლის ფრანგი მცველით კალიდუ კულიბალით იჩენს ინტერესს. ტრანსფერის სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.

კულიბალი იტალიურ გუნდში წელს გადავიდა და გულშემატკივრებს და სპეციალისტებს დამაჯერებელი თამაშით დაამახსოვრა თავი. მანამდე კულიბალი თორნიკე ოქრიაშვილის ამჟამინდელ კლუბში “გენკში” თამაშობდა. “რეალის” გარდა, კულიბალის სახელს “მანჩესტერ იუნაიტედსაც” უკავშირებენ.

0.11363