ფეხბურთი

1:36 | 22.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ აუტსაიდერს მოუგო

ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურის მატჩი, რომელშიც „შეფილდ იუნაიტედი" და „მანჩესტერ იუნაიტედი" შეხვდნენ, სტუმართა გამარჯვებით - 1:2 დასრულდა.

28-ე წუთზე „მანჩესტერი“ სკოტ მაკტომინეის გოლის წყალობით დაწინაურდა, მან ბრუნო ფერნანდეშის პასით გაიტანა. თუმცა, ექვსი წუთის შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს ოლივერ მაკ ბერნის ძალისხმევით, რომელმაც პენალტი შეასრულა. 77-ე წუთზე „წითელ ეშმაკები“ ისევ დაწინაურდნენ. მცველმა დიოგო დალომ გამარჯვრების გოლი გაიტანა.

„მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა, ცხრა მატჩის შემდეგ 15 ქულით. „შეფილდ იუნაიტედი“ კი ბოლო, მე-20 ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115459