საუდი პრო ლიგის მეათე ტურში „ალ-ნასრმა“ „დამაკი“ 2:1 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ ტაიმი წააგო.
52-ე წუთზე ანდერსონ ტალისკამ გაათანაბრა, ხოლო 4 წუთში კრიშტიანუ რონალდუმ ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
„ალ-ნასრი“ 22 ქულით 10 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა, რონალდუ კი 11 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.







