„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „ინტერთან“ მატჩის შემდეგ (0:3) ისაუბრა. როგორც მან თქვა, პეერ სხუურსის შეცვლა ძალიან გაუჭირდებათ, რადგან საბა საზონოვი ჯერ გუნდის სათამაშო ფილოსოფიასთან ბოლომდე ადაპტირებული არ არის.
„ხვალ ვნახოთ როგორ იქნება სხუურსი, მაგრამ განცდები დადებითი არ არის. იმედია, სასწაული მოხდება და სერიოზული არაფერია, რადგან მისი შეცვლა ძალიან რთული იქნება. ბონჯორნო და ჯიჯი ტრავმირებული არიან, ზიმა არ არის ოპტიმალურ ფორმაში, საზონოვი ახალგაზრდა და საინტერესო ფეხბურთელია. მას სწავლის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ჩვენს კონცეფციებთან შესაგუებლად უნდა გაიზარდოს, რაც დავინახეთ. თამაშში შესვლა გაუჭირდა“, - აღნიშნა იურიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს ტურინულ გუნდში 3 მატჩი აქვს ჩატარებული. „ტორინო“ 9 ქულით მე-14 ადგილზეა და მომდევნო ტურში 28 ოქტომბერს, „ლეჩეს“ ესტუმრება.