პოლონეთის ექსტრაკლასას მე-12 ტურში პოზნანის „ლეხმა“ „ლოძი“ 3:1 დაამარცხა, ნიკა კვეკვესკირმა კი საგოლე პასი გააკეთა.
ქართველი ფეხბურთელი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო და 81-ე წუთზე გასაოცარი საგოლე პასი მიითვალა, რის შედეგადაც კრისტოფერ ველდემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ნიკას მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 1 საგოლე პასი აქვს ანგარიშზე. ქართველს სეზონის სტარტზე ტრავმის გამო ბევრი მატჩი გაუცდა.
„ლეხი“ 23 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 24 ოქტომბერს, „იაგელონიას“ უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია