„ბაიერნის" თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, დღეს, 21 ოქტომბერს, გერმანიის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში „მაინცთან" (3:1) გოლი გაიტანა. ამრიგად, ინგლისელმა ფორვარდმა მიუნხენურ კლუბში მე-10 ბურთი მიითვალა.
ჯამში, კეინს „ბაიერნის“ რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 მატჩში 15 ქულა აქვს (10+5). და ის მიმდინარე სეზონში ამ მაჩვენებლებით გუნდში საუკეთესოა.
ბუნდესლიგის რვა მატჩში კეინმა ცხრა გოლი გაიტანა. მხოლოდ სამმა მოთამაშემ მიაღწია ამ ნიშნულს უფრო სწრაფად სხვადასხვა დროს: გერტ დერფელმა (ჰამბურგი - შვიდ მატჩში), პაკო ალკასერმა (დორტმუნდის ბორუსია - შვიდ მატჩში) და ერლინგ ჰოლანდმა (ბორუსია დორტმუნდი - ექვს მატჩში).
კეინი „ბაიერნში“ გასული ზაფხულიდან თამაშობს. კლუბთან კონტრაქტი მას 2027 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეგ გასაგებია რომ მაგარი დებიუტი აქვს, მაგრამ ყველაზე ღადაობა იქნება ჩემპიონი რომ ვერ გახდეს
და იქ ჩემპიონი ტოტე გახდეს