ინგლისური პრემიერლიგის მე-9 ტურის მატჩში, ლონდონურ დერბიში, „ჩელსიმ“ „არსენალს“ უმასპინძლა, 2:0 უგებდა, მაგრამ „მეთოფეებმა“ ხასიათი გამოავლინეს და ანგარიში მაინც გაათანაბრეს. „არისტოკრატთაგან“ გოლები კოულ პალმერმა და მიხაილო მუდრიკმა გაიტანეს, არსენალელთაგან - დეკლან რაისმა და ლეანდრო ტროსარმა.
„არსენალმა“ 21 ქულა მოაგროვა. იმდენივე, რამდენიც ლიდერმა „მანჩესტერ სიტიმ,“ მარგრამ „მეთოფეები“ „ქალაქელებს“ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებიან.