სერია A-ს მეცხრე ტურში „ტორინომ“ „ინტერთან“ უშანსოდ, 0:3 წააგო და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ივან იურიჩის გუნდი ღრმა კრიზისშია. სხვა თუ არაფერი, „ხარებს“ 4 ტურია გოლი არ გაუტანიათ...
ითამაშა საბა საზონოვმა, რომელიც 51-ე წუთზე პერ სხუურსის ნაცვლად ჩაერთო თამაშში. ნიდერლანდელმა მოედანი საკაცით და ცრემლებით დატოვა, სავარაუდოდ, მან ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო.
საბამ მესამედ მოირგო „ტორინოს“ მაისურით და მცირე ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ გაშვებულ გოლებში მას ვერ დავადანაშაულებთ. ისე კი, „ტორინომ“ გოლები სწორედ მაშინ გაუშვა, როცა საზონოვი მოედანზე იყო. მილანელთაგან გოლები მარკუს ტურამმა, ლაუტარო მარტინესმა და ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაიტანეს.
„ინტერი“ 22 ქულით ამ დროისთვის ლიდერია, ხოლო „ტორინო“ 9 ქულით მე-14 ადგილზეა და მომდევნო ტურში 28 ოქტომბერს, „ლეჩეს“ ესტუმრება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაინც ვფიქრობ რომ ვან დეიკს ეკუთვნის. ლიგა მოიგო

მესის გამორჩეული წელი ქონდა მაგრამ ლივერპულთან გაბითურების შემდეგ უბრალოდ ამის არჩევა არაეთიკურია.
რონალდოს რაც შეეხება ლიგაზე იუვემ ვერ აუწყო მხარი თორემ დაახევდა ბურთს ყველას
რაც შარშან მოხდა მოდრიჩის არჩევით ამას გამოსწორება უნდა. წინა წელს უდაოდ რონალდოს ეკუთვნოდა უბრალოდ პერესმა ყველაფერი გააკეთა რომ რაონალდო არ გაეყვანათ. ასე რომ არ არის გამორიცხული რონალდოს დასახელება
ეს თუ აირჩიეს მესი სექტა მასობრივ თვითმკვლელობას დაიწყებს
ზემოთ ინტერვიუ რო დადეს მაგის ჩასაწერად იყვნენ ჩასულები ტურინში
ისე კი ძაან საინტერესოა რა გააკეთეს ან ერთმა ან მეორემ შეტევაში იმაზე მეტი რაც ვან დეიკმა დაცვაში ვერ გააკეთა მარა ხალხი ბრმაა და ეს დიდად არც მიკვირს
სისულელეა
ისე ფრანგები მესის რო ერჩიან შარშანაც გამოჩნდა გამოკითხვა რო ჩაატარეს ინტერნეტით მესი ლიდერობდა და წაშალეს მერე. რონალდოს რაპონტში ეკუთვნის 35 კუალერამაც რო აჯობა მაგიტო ალბათ
ვან დეიკი-მესი ესენი არიან მთავარი კანდიდატები მთელი მსოფლიო ასე ფიქრობს და ფრანგებმა შარშანდელი ვალი დავაბრუნოთო?
მესის რა პონტსი ეკუთვნის? არც მესი და არც ეს არუნდა იყვნე გამარჯვებულები
ტრაგიკომედიის ჟანრიდან არის!
სისულელეაა.თუ გადასცეს ულაპარაკოდ მიკერძოებაა.
ესენი ხო არ ანძრევენ?