აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-10 ტურში „საბაჰმა“ „სუმგაითი“ 3:1 დაამარცხა, ერთი გოლი კი დავით ვოლკოვმა გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა, რომელიც 67-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა (მერვე მატჩში).
„საბაჰი“ 10 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი ისევ „სუმგაითს“ შეხვდება, ოღონდ სტუმრად.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია