ფეხბურთი

19:22 | 21.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერ ბობი ჩარლტონი გარდაიცვალა

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა ბობი ჩარლტონი გარდაიცვალა. ინფორმაცია ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა.

86 წლის სერ ბობი სახლში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. ამრიგად, ინგლისურ ფეხბურთში დიდი კაცის ეპოქა დასრულდა.

ბობი ჩარლტონმა ინგლისის ნაკრებში 1958-1970 წლებში 106 შეხვედრაში 49 გოლი გაიტანა და 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ის სხვადასხვა კლუბებში თამაშობდა, მაგრამ ეს კარიერის ბოლოს. მისი სახელი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ასოცირდება, რომლის მაისურით 1956-1973 წლებში 758 მატჩში 249 გოლი გაიტანა და ყველაფერი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ბობი ჩარლტონი 1958 წელს, ავიაკატასტროფას გადაურჩა. მას სერის წოდებაც მიენიჭა, რაც ნათლად მიანიშნებს, რამხელა ფიგურა იყო ბრიტანული ფეხბურთისთვის და არა მარტო ფეხბურთისთვის.

0.128812