კალათბურთი

0:50 | 11.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსმა” ბარცოკასს კარისკენ მიუთითა

პირეოსის “ოლიმპიაკოსის” მთავარი მწვრთნელი გეორგიოს ბარცოკასი თანამდებობიდან დაითხოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის თასის მეოთხედფინალში მისმა გუნდმა მოსისხლე მტერ ათენის “პანათინაიკოსთან” 76:77 წააგო.

ცნობისთვის, აღნიშნული მატჩის შემდეგ, დარბაზიდან გამოსულ გუნდს ქომაგები ძალიან აგრესიულად დახვდნენ და რამდენიმე მათგანმა მწვრთნელის საცემრადაც კი გაიწია.

ბარცოკასმა “ოლიმპიაკოსი” 2012 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მომდევნო წელს პირეოსელებს ევროლიგაც მოაგებინა, თუმცა, მისი ეს წარმატება მალე იქნა დავიწყებული.


0.120399