ფეხბურთი

16:20 | 21.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

არიგო საკი: "ლეაუ ჩემს გუნდში ვერასდროს ითამაშებდა"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ თქვა, რომ რაფაელ ლეაუ მის გუნდში არ ითამაშებდა. საკი პორტუგალიელს გუნდურობას უწუნებს, რაც ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ლეაუ ჩემს გუნდში არასდროს ითამაშებდა. სანამ ფეხბურთელს შევიძენდი, შესწავლილი მყავდა, როგორც პიროვნება. თუ არ იბადები გარკვეული ტემპერამენტით, ძნელია მისი შემდეგ შეძენა. ლეაუ ვფიქრობ კარგი ბიჭია, მაგრამ ფეხბურთს 11 ფეხბურთელით თამაშობ, ყველამ უნდა ირბინოს და მოედანზე სწორი პოზიცია უნდა ეკავოს“, - თქვა საკიმ.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ლეაუ „მილანის“ მთავარი ლიდერია და 2022 წელს იტალიის ჩემპიონატის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.

0.126814