კალათბურთი

12:10 | 21.10.2023 | ნანახია 691 - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 8 ქულა და "სან ანტონიოს" გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან"

NBA-ს სეზონის მოსამზადებელი ეტაპი „სან ანტონიო სპურსმა“ „გოლდენ სტეიტთან“ საგარეო გამარჯვებით დაასრულა - 122:117. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა პირველი პერიოდი დამაჯერებლად მოიგო და სწორედ ეს გამოდგა საბოლოოდ გადამწყვეტი.

სანდრო მამუკელაშვილმა 07:23 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ცხადია, არასრულ 8 წუთში 8 ქულა ურიგო შედეგი არ არის.

„სან ანტონიო“ NBA-ს ახალი სეზონის პირველ ტურში 26 ოქტომბერს, „დალას მავერიქსს“ უმასპინძლებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:07 | 24.10.2023
Kobe Bean (21660)

დილით იწყება ნბა,დენვერი-ლეიკერსი გოლდენი-ფინიქსით.შარშან გოლდენი-ლეიკერსით დაიწყო.მოკლედ ლებრონს ახლოდან აჩვენებენ როგორ იღებს ბეჭდებს კარი და იოკიჩი)))

20:19 | 24.10.2023
კართაგენი28 (12606)

სხვა სტატიაზე დავწერე პროგნოზები და შენც ჩამოწერე

0.12587