კალათბურთი

0:51 | 21.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას მორიგი შედეგიანი თამაში ევროლიგაში

ევროლიგის მეოთხე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ 85:79 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა.

ბოლონიელებმა სერბებთან პირველივე პერიოდში მოიპოვეს კომფორტული უპირატესობა (26:15) და დანარჩენი სამი პერიოდი თავის სასარგებლოდ ვერ დაასრულეს, მაგრამ გამარჯვება მაინც იზეიმეს.

თორნიკე შენგელიამ ისევ ბრწყინვალედ ითამაშა: მან არასრულ 30 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

19 ქულით ის ორივე გუნდში მხოლოდ ბელგრადელთა კალათბურთელ შაბაზ ნაპიეს ჩამორჩა (23 ქულა), ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტით (თორნიკეს 18 ჰქონდა) იმავე ნაპიეს (28) და თანაგუნდელ იზაია კორდნიეს (20).

„ვირტუს ბოლონია“ 3 მოგებით და 1 წაგებით ევროლიგაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 27 ოქტომბერს, საფრანგეთში „ლიონ-ვილერბანს“ დაუპირისპირდება.

0.112259