ფეხბურთი

11:10 | 21.10.2023 | ნანახია 356 - ჯერ

გვარდიოლა: "ოქროს ბურთს ჰოლანდიც იმსახურებს, მაგრამ მესი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ოქროს ბურთის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, წელს გამარჯვებას ერლინგ ჰოლანდი იმსახურებს, მაგრამ ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, შესაბამისად, გამარჯვებას ლეო უფრო მეტად იმსახურებს...

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ორი ოქროს ბურთი უნდა არსებობდეს, ერთი ლეოსთვის და ერთი - სხვებისთვის. რა თქმა უნდა, ჰოლანდი იმსახურებს ოქროს ბურთს, რადგან ჩვენ ტრებლი მოვიგეთ და ერლინგმა 50 მილიონი გოლი გაიტანა, მაგრამ ლეო მესის ყველაზე ცუდი სეზონიც თითქმის უკეთესია, ვიდრე სხვების, თან მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. სხვა რა შემიძლია ვთქვა?“ - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული 30 ოქტომბერს დასახელდება, მაგრამ მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესი მერვედ მოიგებს უპრესტიჟულეს ინდივიდუალურ ჯილდოს.

მოგეხსენებათ, 30 ნომინანტს შორის ხვიჩა კვარაცხელიაც არის, რაც უკვე გამოსარჩევი ფაქტია.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:32 | 21.10.2023
Kobe Bean (21683)

რაც შეეხება მესიზე ლაპარაკს,ტიპმა თვითონ თქვა რომ სულ მზეზე მკიდია მოვიგებ თუ არა ოქროს ბურთსო და რაღა გინდათ მეტი.ვაბშე არაფერში აღარ აინტერესებს მაგ კაცს ოქროს ბურთები და მის ფანებსაც ძაან მზეზე გვკიდია მოიგებს თუ არა.გამოიტანს და დაარიგებს საჩუქრად იმდენი აქვს.მაგ კაცის ერთადერთი მიზანი იყო მსოფლიოს მოგება,დალშე აღარ აღელვებდა არაფერი.გვარდიოლას რაც შეეხება 11 წელია მესი აღარ გაუწვრთნია და დღემდე აქებს.დღემდე იძახის მესი რომ არ მყოლოდა მე ბარსელონაში იმის ნახევარსაც ვერ მივაღწევდი რასაც მივაღწიეო და ამიტომ ვერც გვარდიოლას დავწამებთ ეგოისტობას.მართლა მაგ კაცის შექმნილია ეს სიტი

12:18 | 21.10.2023
sul2 (1775)

აშკარად არ უნდა მანსიტის ტრებლი ვინმე სხვასთან ასოცირდებოდეს. ვერც გაამტყუნებ

12:26 | 21.10.2023
Kobe Bean (21683)

ვინმე ასოცირებს გვარდიოლას გარდა სხვა ვინმესთან სიტის ტრებლს?მთლიანად მწვრთნელის ტრებლია.ჰოლანდი არა მზე

11:05 | 24.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

რაღაც წვლილი ჰოლანდისაც ეკუთვნის

11:37 | 21.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ჩამოყალიბდი, ან ერთი უნდა თქვა ან მეორე

0.145193