ფეხბურთი

22:07 | 20.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ვერ მოიგო, "დინამო თბილისს" ჩამორჩენის შემცირების შანსი აქვს

საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში „დინამო ბათუმმა“ ქულები დაკარგა, რის შედეგადაც „დინამო თბილისმა“ შანსი მიიღო, რომ საჩემპიონო რბოლა ოდნავ მაინც დაძაბოს.

ანდრეი დემჩენკოს გუნდმა გორის „დილას“ ვერ აჯობა, სადაც უკრაინელი მანამდე მუშაობდა. გორელები მიკოლა კოვტალიუკის გოლით სწრაფადვე დაწინაურდნენ, რასაც ტაიმის მიწურულს გიორგი ზარიამ პენალტით უპასუხა. მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.

„დინამო ბათუმს“ 64 ქულა აქვს და „დინამო თბილისი“ „გაგრას“ თუ აჯობებს, ჩამორჩენას 6 ქულამდე შეამცირებს, სეზონის ფინიშამდე კი 6 ტურიღა რჩება.

„დილამ“ 3-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და 45 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი კონკურენტ „საბურთალოს“ შეხვდება.

„დინამო ბათუმი“ – „დილა“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 კოვტალიუკი (12), 1:1 ზარია (42, პენ)

0.113696