ფეხბურთი

21:05 | 20.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემას გოლი და ავტოგოლი საუდი პრო ლიგაში

საუდი პრო ლიგის მე-10 ტურში სოლომონ კვირკველიას „ალ-ოხდუდი“ შინ „ალ-ფეიჰასთან“ დამარცხდა - 1:2.

ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, მაგრამ თავისი გუნდი მორიგი მარცხისგან ვერ იხსნა. „ალ-ოხდუდი“ 10 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 ოქტომბერს, „დამაკს“ ესტუმრება.

ვერ მოიგო „ალ-იტიჰადმა“, რომელიც სტუმრად „ალ-ტაავონს“ დაუზავდა - 1:1. ორივე გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა. ფრანგმა 22-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო 4 წუთში საკუთარ კარშიც შეაგდო და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „ალ-იტიჰადი“ 20 ქულით მესამეა, „ალ-ტაავონს“ 23 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.

0.122542