სხვა

19:18 | 20.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოს ანჯელესი-2028 აშშ-ში შესვლის გარანტიას ყველა სპორტსმენს აძლევს

ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი კეისი ვასერმანი 2028 წლის თამაშებში ნებისმიერი ქვეყნის სპორტსმენის მონაწილეობის დაშვების უზრუნველსაყოფად აშშ-ის მთავრობასთან მიღწეულ შეთანხმებაზე იტყობინება.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ხელმისაწვდომია აბსოლუტურად მთელი მსოფლიოს ათლეტებისთვის," - მუმბაიში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 141-ე სესიაზე განაცხადა ვასერმანმა.

ცოტა ხნით ადრე, IOC-ის ოლიმპიური თამაშების მასპინძლის შესარჩევი კომისიის ხელმძღვანელმა და ხორვატიის ყოფილმა პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებიც არღვევენ ოლიმპიურ ქარტიას, ზღუდავენ სხვა ქვეყნების სპორტსმენთა მონაწილეობას, შეიძლება ჩამოერთვათ ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება.

GEONOC.ORG.GE

0.114477