მონტევიდეოს „ნასიონალის“ მთავარ მწვრთნელად ალვარო რეკობა დაინიშნა. ინფორმაცია ურუგვაულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
რეკობასთვის ეს სამწვრთნელო კარიერაში პირველი გამოცდილება იქნება.
„ელ ჩინო“ „ნასიონალს“ ძალიან კარგად იცნობს, რადგან ამ კლუბის ღირსებას 1996-1997 და 2011-2015 წლებში იცავდა.